1.პროექტის სახელი:რადიოაქტიურობა
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან რადიოაქტიურობის მოვლენას,მისი შესწავლის ისტორიას და რადიოაქტიული გამოსხივების ორგანიზმზე ზემოქმედებას.
3.პროექტის სრული აღწერა:აღნიშნული პროექტის შესასრულებლად მოსწავლეები იყოფა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა კონკრეტული დავალება. მოიძიებენ ინფორმაციას რადიოაქტიურობის მოვლენის აღმოჩენის და შესწავლის შესახებ(მოამზადებენ რეფერატს),შეისწავლიან გამოსხივების თავისებურებებს და მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილის სახით.მოიპოვებენ ინფორმაციას რადიაციის წყაროებზე, რადიოაქტიური ნუკლიდების ნახევრად დაშლის პერიოდზე,თუ სად და რისთვის გამოიყენება აღნიშნული მოვლენა.შეისწავლიან რადიოაქტიური გამოსხივების ორგანიზმზე ზემოქმეგებას,აიღებენ ინტერვიუს რომელიმ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის მუშაკებისაგან:გამოიყენება თუ არა თანამედროვე სამედიცინო აპარატურაში დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ რადიოაქტიური იზოტოპები და რა თვისებებს ეფუძნება ეს გამოყენება.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასი:XI კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
6.პოექტის შესაძლო აქტივობები კლასში/კლასის გარეთ:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას რადიოაქტიურობის მოვლენის შესახებ და იმსჯელებენ მის მნიშვნელობაზე,აიღებენ ინტერვიუს სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრიდან.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შექმნიან პლაკატებს,ცხრილებს,გამოიკვლევენ თუ რამდენად რადიოაქტიურია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ნივთიერებები.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ მათ მიერ მოძიებულ მასალებს,გააცნობენ უსაფრთხოების წესებს თანატოლებს.
9.სამუშაო ენა:ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:ქიმია-ბიოლოგია.
კვლევა-ძიების უნარის განვითარება,ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ისტ-ის საშუალებებით.
11.პროექტის ფასილიტატორები:ლელა ნოზაძე,30-ე საჯარო სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგი
12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:lelenozadze8@gmail.com
13.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:http://nozadzelela.blogspot.com/
Saturday, October 3, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)